პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე ჯო ბაიდენი ლოიდ ოსტინს განიხილავს

Tbilisi Daily

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე ლოიდ ოსტინის დანიშვნას გეგმავს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Axios-ი წერს. მისი ცნობით, საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ ერთ-ერთი წამყვან პოსტზე ქვეყანაში ფერადკანიანი ამერიკელი დაინიშნოს. დანიშვნის შემთხვევაში გადამდგარი ოთხვარსკვლავიანი გენერალი ლოიდ ოსტინი პირველი ფერადკანიანი თავდაცვის მდივანი იქნება. 2016 წლამდე ოსტინი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობას მეთაურობდა. ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნებში ბაიდენმა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და შედეგებს სასამართლოებში ასაჩივრებს, თუმცა ამის მიუხედავად თავის ადმინისტრაციას ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაცემის ფორმალური პროცესის დაწყების ნებართვა მისცა.