ევროპასა და აშშ-ში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა გრძელდება

Headline

ორშაბათიდან, 18 მაისიდან კვლავ გრძელდება დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ევროპასა და აშშ-ის რამდენიმე შტატში. იტალიაში გაიხსნება რესტორნები, ბარები, ყავის მაღაზიები და სილამაზის სალონები. აღდგება საეკლესიო მსახურება, მაგრამ მრევლს პირბადეების ტარებისა და შესაბამისი დისტანციის დაცვის ვალდებულება ექნება. ესპანეთში 10 კაციანი ჯგუფების შეკრების ნება დართეს - მაგრამ არსებული შეზღუდვა კვლავ ნარჩუნდება მადრიდსა და ბარსელონაში. რესტორნები და ბარები შეძლებენ ვიზიტორთა მიღებას, მაგრამ ჯერ მხოლოდ ღია სივრცეებში - ვერანდებზე. ბელგიაში დაწყებითი და საშუალო სკოლები იხსნება. შეზღუდვების ნაწილობრივი მოხსნა მოხდება პორტუგალიაში, საბერძნეთში, დანიასა და ირლანდიაში. აშშ-ის უმეტეს შტატში შეზღუდვების უმეტესობა ან უკვე მოიხსნა, ან უახლოეს მომავალში მოიხსნება. ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც ეტაპობრივად ხსნიან დაწესებულ შეზღუდვებს, შეერთებულ შტატებში ერთიანად გაიხსნა სავარჯიშო დარბაზები, ტატუ-სალონები, ბარები და სხვა ისეთი ადგილები, რომელიც სოციალურ იზოლაციას არ შეესაბამება. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #coronavirus #lockdown #Europe #USA #restrictions #headline