ქობულეთში ხანძარია - ცეცხლი თხილის ბაღს უკიდია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ქობულეთში, სოფელ გვარს ცენტრალურ გზასთან ახლოს ხანძარია. ცეცხლი თავდაპირველად ეკალ-ბარდს გაუჩნდა, მოგვიანებით კი თხილის ბაღზე გადავიდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობს.
აღნიშნულ ნაკვეთზე, მოქალაქეს თხილი და სხვა ხილი ჰქონდა გაშენებული. ამბობს, რომ ცეცხლმა ნარგავების დიდი ნაწილი გაუნადგურა.
არსებული ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰექტრამდე ფართობი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.