პრეზიდენტი გიგი უგულავას შეწყალებაზე კითხვას არ პასუხობს

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143521 საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გიგი უგულავას შეწყალების შესახებ ჟურნალისტების კითხვას არ პასუხობს. "ტვ პირველმა" ვიდეო გაავრცელა, სადაც ჟურნალისტი ზურაბიშვილს ეუბნება, რომ ორი სიტყვით უთხრას, აპირებს თუ არა უგულავას შეწყალებას. "ორი სიტყვით თუ სამი სიტყვით? გამარჯობათ ჯერ ერთი და ნახვამდის", - პასუხობს სალომე ზურაბიშვილი.