დავით ზალკანიანი და ივანე მაჭავარიანი ვიცე-პრემიერები იქნებიან

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, ორი ვიცე-პრემიერიდაასახელა. ვიცე-პრემიერები საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იქნებიან. „ჩვენ დღეიდან გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი, ბატონი დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. დავით ზალკანიანს აღნიშნული თანამდებობა მთავრობაში მანამდეც ეკავა, ხოლო მაჭავარიანმა პოზიციაზე მაია ცქიტიშვილი შეცვალა.