“ასეთი საოცარი მანქანით ვატარებთ კამპანიას ვანში მე და ჩვენი პარტიის იმერეთის მაჟორიტარები"
Kutaisi Daily
ალეკო ელისაშვილი ვანში საარჩევნო კამპანიას ნათხოვარი მანქანით ატარებს-ინფორმაციას ამის შესახებ ელისაშვილი თავად ავრცელებს.
“ასეთი საოცარი მანქანით ვატარებთ კამპანიას ვანში მე და ჩვენი პარტიის იმერეთის მაჟორიტარები: ინდიკო ბერძენაძე და დავით გიორგაძე. ვანის კოლორიტმა ბატონმა თამაზ გოგიბერიძემ დაგვითმო მანქანა, ჰოდა სახელდახელო კარდაკარი ვანში “ფორდი”-ს ძრავაზე გადაწყობილი "კოლხოზნიკით" ჩავატარეთ,”-ამბობს ელისაშვილი.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #სიახლეები #პოლიტიკა #მაჟორიტარები #ოპოზიცია #ვანი #არჩევნები2020 #kutaisidaily