უნდა გათავისუფლდნენ, დამატებით ვთავაზობთ 200 ადამიანის თავდებობას – მარიკაშვილი კარტოგრაფებზე
Pirveliradio Ge
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, ისინი აპირებენ, აღკვეთის შეცვლა მოითხოვონ და დამატებით, მოსამართლეს 200 ადამიანის თავდებობას წარუდგენენ.
"პროკურატურის პოზიცია უცნობია, თუმცა ლოგიკურია, ისინი პატიმრობაში დატოვებას მოითხოვენ. ჩვენი პოზიციაა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დამატებით ვთავაზობთ 200 ადამიანის თავდებობას. ჩვენ წარვადგენთ ახალი ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ სადავო რუკები, რომლის არგამოყენებისთვისაც მისცენ პასუხისგებაში ბრალდებულები, კარტოგრაფიულად, მასზე დატანილი მონაცემები სრულ აცდენაშია რეალობასთან, ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ბრალდებულების პოზიციას, რომ მათ შეამოწმეს ეს რუკები, რომ იყო გამოუსადეგარი", - განაცხადა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა პროცესის დაწყებამდე.