ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა

Tbilisi Daily

შეხვედრას ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა დაესწრებიან. დღეს „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დაესწრებიან. შეხვედრა ლ პარტიის ოფისში 14.00 საათზე გაიმართება. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებაა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მხოლოდ ამის შემდეგ დაუჭერენ ისინი მხარს 8 მარტის შეთანხმებას. შეხვედრაზე, ასევე, განხილული იქნება გეგმა, როგორ განაწილდება მანდატები ოლქებში, თუ კი მათი მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდება. #politics#news#ოპოზიციის შეხვედრა#Tbilisi Daily#dailynews#