სომხეთში „კოვიდ-19“-ის 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

სომხეთში „კოვიდ-19“-ის 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსი 51,925 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 177-ით გაიზარდა და 44 583-ს აღწევს. სომხეთში „კოვიდ-19“-ით ბოლო 24 საათის განმავლობაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 1274-ს შეადგენს.