მოსკოვი ერევნის მხრიდან კრიტიკით უკმაყოფილოა

Tbilisi Daily

რუსეთის კრიტიკა სომხეთისთვის ყარაბაღის საკითხში საჭირო დახმარების გაწევის გამო უსაფუძვლოა. აზერბაიჯანულიო მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი აფასებენ მეგობრულ ურთიერთობებს როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან და ამიტომ მიუკერძოებელი პოზიცია აქვთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში. პუტინის სპიკერის თქმით, რუსეთს ჰქონდა უფლება მშვიდობიანი ძალები გაეგზავნა ყარაბაღში მხოლოდ დაპირისპირებული მხარეების თანხმობით.