„დინამო“ და „ლოკომოტივი“ ევროპა ლიგას გამოეთიშნენ

Tbilisi Daily

საქართველოს ორივე საფეხბურთო კლუბი ევროპა ლიგას გამოეთიშა. ქვეყნის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ფარერების „კლაკსვიკთან“ ანგარიშით 1:6 დამარცხდა, თბილისის „ლოკომოტივმა“ კი ესპანეთის ლა ლიგის ლიდერ „გრანადასთან“ 0:2 წააგო. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენების შემდეგ კი ანდალუსიელთა ფეხბურთელებმა, დარვინ მაჩისმა და ხორხე მოლინამ გიორგი მამარდაშვილის კარი ორჯერ აიღეს. მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯმა, გიორგი გაბაძე გააძევა და „ლოკომოტივმა“ შეხვედრა რიცხობრივ უმცირესობაში დაასრულა.