პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილებს პასუხობს
Tbilisi Daily
ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის სახელი გამოუძიებელ საქმეებს უკავშირდება, სალომე ზურაბიშვილს უხერხულობას არ უქმნის. საქართველოს პრეზიდენტმა ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ აქციაზე მყოფებს, რომლებიც საკონსტიტუციოს შენობის გარეთ არიან შეკრებილები, არ ესმით პროცესის მნიშვნელობა და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციას და პრეზიდენტს.
პრეზიდენტი პასუხი საკონსტიტუციოსასამართლო