ძარცვის ფაქტზე სენაკში ერთი პირი დააკავეს.

Zugdidi Daily

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სენაკში, 16 აგვისტოს მომხდარი ძარცვის მონაწილე დააკავეს. მათ დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1998 წელს დაბადებული გ.გ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს : "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 1937 წელს დაბადებული ქალი გაძარცვა და მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში, სენაკში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნაძარცვი ნივთები ამოიღეს, ასევე ამოღებულია 1 ცალი რევოლვერი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა." ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები საგამოძიებო ღონისძიებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით აგრძელებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ძარცვას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. #სენაკი #სამეგრელო #ძარცვა #დაკავება #ჩხრეკა #გამოძიება #სისხლისსამართლისკოდექსი #შსს #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com