Covid19-ის ახალი შტამის გამო ქვეყნების ნაწილმა ბრიტანეთთან ფრენა შეაჩერა

Tbilisi Daily

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის კი­დევ ერთი ახა­ლი სა­ხე­ო­ბა გა­მოვ­ლინ­და, რო­მე­ლიც ვირუ­სის უკვე არ­სე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბის მუ­ტი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­მა­ტე­ბით შფოთვის მი­ზე­ზი გახ­და, რად­გა­ნაც რო­გორც ბრი­ტა­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, პირ­ვე­ლა­დი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტი 70%-ით უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და უფრო გა­დამ­დე­ბია, ვიდ­რე უკვე არ­სე­ბუ­ლი Covid19-ს. ამის გამო დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა შე­ა­ჩე­რეს რიგ­მა ქვეყ­ნებ­მა, მათ შო­რის, გერ­მა­ნი­ამ, იტა­ლი­ამ, ნი­დერ­ლან­დებ­მა, კა­ნა­დამ, თურ­ქეთ­მა, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრი­ტა­ნე­თი­დან ფრე­ნებ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას გეგ­მა­ვენ ავ­სტრია, შვე­დე­თი, რუ­მი­ნე­თი, ლატ­ვია, ეს­ტო­ნე­თი, ბულ­გა­რე­თი და ჩე­ხე­თი. გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი უკვე და­ა­წე­სა ჩვენ­მა ქვე­ყა­ნა­მაც - ბოლო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ის მქო­ნე საქართველოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლი­სას 12-დღი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინს და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.