მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება - ცესკო
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ცენტრალური საარჩევნო კომისიაში განკარგულებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
აღნიშნულის შესახებ ცესკო-შიდღეს გამართული სხდომის შემდეგ ბრიფინგზეცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ,გიორგი შარაბიძემ განაცხადა.
ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ დღევანდელი სხდომა და ცესკო-ს შენობასთან განვითარებული მოვლენებიც შეაფასა.
„დიდი მადლობა მაღალი ინტერესისთვის. ვფიქრობ, დღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სხდომა გაიმართა საარჩევნო ადმინისტრაციაში, საარჩევნო ადმინისტრაციამ, ცესკო-მ მოუსმინა ყველა სუბიექტს, მათ შორის ერთ-ერთს არასამთავრობო ორგანიზაციას საჩივრებთან დაკავშირებით და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი სხდომა მიმდინარეობდა კანონის პროცედურების სრული დაცვით, თუმცა ადგილი ჰქონდა არამარტო საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მის წევრებზე ზეწოლის მცდელობას, არამედ გარკვეულწილად მუქარის შემცველ განცხადებებსაც. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, საარჩევნო ადმინისტრაცია, ცენტრალური საარჩევნო კომისია ახორციელებს კანონით დადგენილ უფლებამოსილებებს და ამას განახორციელებს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებში.
კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს საარჩევნო ადმინისტრაციამ თავის სხდომაზე დანიშნა მეორე ტურები და ის გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში, ამა წლის 21 ნოემბერს“, - განაცხადაგიორგი შარაბიძემ.
მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.