კოვიდ19-ის ახალი ცხელი წერტილები ამერიკაში 

ამერიკის ხმა

ამერიკის შეერთებული შტატების შუა დასავლეთ შტატებში პანდემიური ვითარება გაუარესდა. მზარდი მონაცემები ფიქსირდება აიოვაში, სამხრეთ დაკოტასა და კიდევ რამდენიმე შტატში. კოვიდ19-ზე ჩატარებული ტესტების 15 პროცენტზე დადებითი პასუხი მოვიდა აიოვას შტატში, 19% დაკოტაში ხოლო ჩრდილოეთ დაკოტაში 18% - მონაცემებს სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.  სპეციალისტები აიოვაში და სამხრეთ დაკოტაში პანდემიური ვითარების გაუარესებას კოლეჯების გახსნას და მოტომრბოლელთა საპროტესტო აქციებს უკავშირებენ.  კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება კენზასის, აიდაჰოსა და მისურის შტატებშიც. პანდემიური მაჩვენებლების ზრდა ამერიკაში ბოლო 7 კვირის განმავლობაში არ ფიქსირდებოდა და გარდაცვლილთა რაოდენობა გასულ თვეებთან შედარებით შემცირებული იყო და ბოლო თვეში დაახლოებით 6 100 ადამიანი დაიღუპა.  როიტერის მონაცემებით ერთ სულ მოსახლეზე ამერიკის შეერთებულ შტატები გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეთორმეტე ადგილს იკავებს. ანუ  100 000 ადამიანზე ამერიკაში 58 ადამიანი კვდება კოვიდ19-ით.  მსოფლიო მასშტაბით ამერიკაში კოვიდ19 ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა 6.3 მილიონ ადამიანს. მეორე ადგილზე ინდოეთია სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 4.3 შეადგენს, ბრაზილიაში კოვიდ19-ი დაუდასტურდა 4.1 მილიონ ადამიანს.  ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად 26 სექტემბრისთვის შტატებში კოვიდ19-ით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 200 000-დან 211 000-მდე იქნება.    ვაშინგტონის უნივერსიტეტის მონაცემებით კი წლის ბოლოსთვის ამერიკაში კოვიდ19-ით 410 000 ადამიანი იქნება გარდაცვლილი.  https://www.amerikiskhma.com/a/us-covid19-death-near-190-000-iowa-and-south-dakota-emerge-as-new-hotspots/5576640.html #ახალი_ამბები