საქართველოში 1 074 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა
Tbilisi Daily
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 074 პირი, მათ შორის, თბილისში - 500, აჭარაში - 149, იმერეთში - 215. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 439 პირი, მათგან თბილისში - 220, აჭარაში - 51, იმერეთში - 55. 3 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 080 - თბილისში, 1 386 - აჭარაში, 297- იმერეთში. 19 781 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 010 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 314, აჭარაში -156, ხოლო იმერეთში - 17.
სულ 6 ოქტომბრიდან - 12 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 327 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 777 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 769 პირი, აჭარაში - 9 190, იმერეთში - 6 167.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 187 006 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 154 241-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1746 მოქალაქე.