გერმანია აცხადებს, რომ "ასობით" მტკიცებულება აქვს უკრაინაში რუსეთის ძალების ომის დანაშაულებზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გერმანიის გენერალურმა პროკურორმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ მისმა ოფისმა "ასობით" მტკიცებულება მოიპოვა უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისა, და გამოვიდა საერთაშორისო ძალისხმევის გამოჩენის მოწოდებით, ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად.  "მოცემულ მომენტში კონცენტრირებული ვართ ბუჩაში ჩადენილ მასობრივ მკვლელობებზე და უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილ იერიშებზე" - უთხრა პროკურორმა პეტერ ფრანკმა გამოცემა Welt am Sonntag-ს. მისი თქმით, მიზანია "მზადება სამომავლოდ შესაძლო სასამართლო საქმისთვის - იქნება ეს გერმანიაში, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, თუ საერთაშორისო სასამართლოში".  https://www.radiotavisupleba.ge/a/32256416.html

Source: radiotavisupleba.ge