COVID 19: ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება 204 პაციენტს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში ამჟამად COVID 19-ით ინფიცირებული 9 279 პაციენტი აღირიცხება. მათგან 3 302 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოებში და მათ შორის, თბილისის კლინიკებშია განთავსებული 1 632 პაციენტი.  ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა დამოკიდებული 204 პირი, მათგან თბილისში - 154. ინფიცირების აქტიურ ფაზაში მყოფი პაციენტებიდან 5 533 პირი საცხოვრებელ სახლში მკურნალობს. საკარანტინო სივრცეებში განთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 216. 6 ოქტომბრიდან 22 იანვრამდე პერიოდში, სახელმწიფო საზღვრის კვეთის შემდეგ, საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 21 797 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში ყოფნას საჭიროებს 19 786 პირი, მათ შორის თბილისში - 11 299. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID 19-ის 998 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გუშინდელი მაჩვენებელი 903 იყო. https://www.radiotavisupleba.ge/a/31064749.html #ახალი_ამბები #twitter