“ეს არ იყო ქურდობა, ეს იყო გატაცება. გამოაღეს მანქანის კარი და ..."

Kutaisi Daily

ქუთაისში ტელეკომპანია “მთავარ არხს” კამერა და პირდაპირი ჩართვის აპარატურა მოპარეს. როგორც ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე ამბობს, მისთვის უცნობმა ორმა პირმა აპარატურა მანქანიდან, ოპერატორის თვალწინ გაიტაცეს. ჟურნალისტის თქმით, ადგილზე პოლიცია მალევე მივიდა და ელოდებიან რეაგირებას. “ეს არ იყო ქურდობა, ეს იყო გატაცება. გამოაღეს მანქანის კარი და გაიტაცეს აპარატურა. მათ წინასწარ იცოდნენ რომელი მანქანა იყო. ველოდებით პოლიციის რეაგირებას,”-ამბობს ირაკლი ვაჩიბერაძე. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლეები #ტელევიზია #kutaisidaily topnews