სომხური მედიის ცნობით ყარაბაღში ფრანგი ჟურნალისტები დაშავდნენ

Tbilisi Daily

აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მთიან ყარაბაღში საფრანგეთის ორი მოქალაქე დაშავდა, რომლებიც გამოცემა Le Monde-ს ჟურნალისტები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში ჟურნალისტები საავადმყოფოში გადაჰყავთ.