პირველი აფხაზურენოვანი სერიალი ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გამოჩნდა
Sokhumi Daily
19 წლის საიდ სანგულია ერთ-ერთი მათგანია, ვინც ინსტაგრამზე პირველი აფხაზურენოვანი სერიალი "ალახინცა" შექმნა, რაც აფხაზურად "ბედს" ნიშნავს. პირველ ეპიზოდს დღეში 3.5 ათასი ნახვა ჰქონდა, ბიჭები გეგმავენ სამი სეზონის 10 ეპიზოდის გამოშვებას.
"ერთ საღამოს ვიჯექით და ვფიქრობდით, რა გადაგვეღო საინტერესო და გაჩნდა ასეთი სერიალის იდეა. მივყევით ამ გეგმას, რომელიც პირველი აფხაზურენოვანი ინსტაგრამის სერიალის შექმნაა. ჩვენი ყველა ვიდეო მხოლოდ აფხაზურ ენაზე იქნება" - ამბობს სერიალის ერთ-ერთი შემქმნელი.
პირველი ეპიზოდი 28 ოქტომბერს გამოვიდა. ბიჭები არ ფიქრობდნენ, რომ ის დიდ ინტერესს გამოიწვევდა. სერიალში მონაწილეობას 16-დან 24 წლამდე 10 ადამიანი იღებს. თითოეული მათგანი სერიალის ერთ-ერთი შემქმნელის მეგობარი ან ნათესავია.
"ვიღაც იღებს, ვიღაც ამონტაჟებს და ვიღაც ხმაზე მუშობს. პროფესიონალი მსახიობები და რეჟისორები ჩვენ არ ვართ." - თქვა მან.
ბიჭები სერიალს ტელეფონით იღებენ, იყენებენ სტაბილიზატორს და მიკროფონებს. ერთი ეპიზოდის გადაღება და მონტაჟი დაახლოებით ორი კვირა მიმდინარეობს.
"ჩვენ გვინდა ამ მიმართულებით განვვითარდეთ. ვინაიდან ამ საქმის ახალი შემსრულებლები ვართ, გარკვეული სირთულეები შეიქმნა საჭირო აღჭურვილობის არ არსებობის გამო. " - ამბობს რეჟისორი .
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა