იქნება წერტილოვანი შეზღუდვები, მათ შორის თბილისშიც - გამყრელიძე
Pirveliradio Ge
არ იქნება დიდი, გლობალური შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ იქნება სხვადასხვა სახის წერტილოვანი შეზღუდვები - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"როდესაც ვთქვათ, აგვიფეთქდა აჭარაში (ეპიდსიტუაცია) სწავლა დისტანციურზე გადავიდა, შიდატრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, რესტორნები ადრე დაიხურა და ეს გრძელდება. ამ ტიპის წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში იქნება. არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის გლობალური შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ იქნება სხვადასხვა სახის წერტილოვანი შეზღუდვები, მათ შორის თბილისშიც", - განაცხადა გამყრელიძემ.