22 წლის აფხაზეთიდან დევნილი ბიჭი, რომელიც თბილისის სისუფთავეზე ზრუნავს

Sokhumi Daily

დი­ლა­ო­ბით თბი­ლი­სის და­სუფ­თა­ვე­ბულ ქუ­ჩებ­ში რომ მი­ვა­ბი­ჯებთ, ალ­ბათ ცო­ტას თუ გვი­ფიქ­რია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი და ის­ტო­რია დგას ამ შრო­მის უკან. პოსტში გაგაცნობთ 22 წლის მათე ჯა­ნა­ში­ას, რო­მე­ლიც უკვე ერთი წე­ლია მუ­შა­ობს იმის­თვის, რომ დე­და­ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლებს სუფ­თა გა­რე­მო შე­უქ­მნას. მათე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ჰყავს 19 წლის მე­უღ­ლე და რვა თვის გო­გო­ნა. ოჯა­ხი თბი­ლის­ში ქი­რით ცხოვ­რობს. მან "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­ში" მუ­შა­ო­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ოჯახს მო­ე­კი­და. ჯა­ნა­ში­ე­ბის ოჯა­ხი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლია. თა­ვად მა­თეს არა­სო­დეს უნა­ხავს მშობ­ლი­უ­რი აჩიგ­ვა­რა. მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რე­ბი ხში­რად უყ­ვე­ბი­ან ის­ტო­რი­ებს აფხა­ზუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. - რო­გო­რია თქვე­ნი სა­მუ­შაო დღე? - დი­ლას შვიდ სა­ათ­ზე ვი­წყებ მუ­შა­ობს. ვგვი თბი­ლი­სის ქუ­ჩებს და სამ­სა­ხურს სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე ვამ­თავ­რებ. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია ვმუ­შა­ობ "თბი­ლერ­ვის ჯგუფ­ში". ეს ჩემი მე­ხუ­თე სამ­სა­ხუ­რია 15 წლი­დან და­საქ­მე­ბუ­ლი ვარ. აქ ყვე­ლა­ზე კარ­გი პი­რო­ბე­ბი მაქვს, სა­დაც კი აქამ­დე მი­მუ­შა­ვია. ისე­თი გრა­ფი­კი მაქვს, დრო ოჯა­ხის­თვი­საც მრჩე­ბა. მაქვს ასე­ვე მე­ო­რე სამ­სა­ხუ­რიც. ფო­ტოგ­რა­ფი ვარ და შეკ­ვე­თით დავ­დი­ვარ წვე­უ­ლე­ბე­ბის გა­და­სა­ღე­ბად. ჩემი ნა­მუშ­ვერ­ბე­იც მაქვს და ვფიქ­რობ, გა­მო­ფე­ნა­ზე გა­ვი­ტა­ნო. თუმ­ცა ეს ძი­რი­თად შე­მო­სავ­ლის წყა­რო ვერ იქ­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ ხელ­ფასს რომ ემა­ტე­ბა, რა­ღაც პე­რი­ოდ­ში გვეხ­მა­რე­ბა. - ხომ არ გი­ჭირთ მუ­შა­ო­ბა? შრო­მა­ტე­ვა­დი იქ­ნე­ბა... - ვერ ვი­ტყვი რომ მი­ჭირს, ან ძნე­ლია. ფი­ზი­კურ შრო­მას ბავ­შო­ბი­დან მიჩ­ვე­უ­ლი ვარ. მძი­მე და წელ­მო­სა­წყვე­ტი საქ­მე ნამ­დვი­ლად არ არის. ვი­საც ცო­ცხით დიდი ტე­რი­ტო­რია არ და­უგ­ვია, ის ვერ მიხ­ვდე­ბა, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიძ­ნე­ლე არ არის. - 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ალ­ბათ ამა­ზე ხაზ­გას­მა უხერ­ხუ­ლია, მაგ­რამ თუ გქო­ნი­ათ შემ­თხვე­ვა, რომ გარ­შე­მომ­ყო­ფებს არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ე­ხა­ტათ იმ საქ­მი­ა­ნო­ბის გამო, რო­მელ­საც თქვენ ეწე­ვით? - თა­ვი­დან სი­მარ­თლე გი­თხრათ, ასე თუ ისე არც მე მსი­ა­მოვ­ნებ­და და თავს უხერ­ხუ­ლა­დაც კი ვგრძნობ­დი, პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რა ამ მხრივ ცოტა გა­მი­ჭირ­და. თან ირ­გვლივ მეს­მო­და, ახალ­გაზ­რდა ბიჭი ნა­გავ­ში რა­ტომ უნდა იქე­ქე­ბო­დეს, ქუ­ჩებს რა­ტომ უნდა გვი­დეს, სხვა ვე­რა­ფე­რი იშოვ­ნაო. თა­ვი­დან იყო ეს გან­წყო­ბა, მაგ­რამ სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამას მე­უბ­ნე­ოდ­ნენ, შემ­დეგ მე მთხოვ­დნენ სამ­სა­ხუ­რი დაგ­ვა­წყე­ბი­ნეო შენ­თა­ნო. თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ძა­ლი­ან კარ­გი და პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. ყო­ჩაღ, რო­გო­რი მშრო­მე­ლი ბიჭი ხარო, შე­მა­ქებ­დნენ ხოლ­მე და მეც სტი­მუ­ლი მეძ­ლე­ო­და. რამ­დე­ნი­მემ ბო­დიშც მო­მი­ხა­და, რომ მივხდა არას­წო­რად მომ­მარ­თა. - აფხა­ზე­თი თქვენ ალ­ბათ არ გე­მახ­სოვ­რე­ბათ. ოჯა­ხის წევ­რე­ბი გიყ­ვე­ბი­ან მის შე­სა­ხებ? - დიახ, მე სე­ნაკ­ში და­ვი­ბა­დე და აფხა­ზეთ­ში არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. ოჯახ­ში კი სულ არის ამა­ზე სა­უ­ბა­რი. ბე­ბია ხში­რად მიყ­ვე­ბა ამ­ბებს, თუ რო­გორ ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­დნენ გალ­ში. ვერ ინ­ელებს. რა სამ­შობ­ლო და სახლ-კარი დავ­კარ­გე­თო, ამ­ბობს. მა­მა­ჩე­მი აფხა­ზე­თის ომში იბ­რძო­და, ტან­კის­ტი იყო. გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი ალ­ბათ, მა­საც ბევ­რი აქვს, მაგ­რამ ამ თე­მა­ზე არ სა­უბ­რობს ხოლ­მე. - აფხა­ზეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა ის­ტო­რია ჩაგ­რჩათ ყვე­ლა­ზე მე­ტად მეხ­სი­ე­რე­ბა­ში? - ჩემს ოჯახს სა­კუ­თა­რი ხე­ლოვ­ნუ­რი ტბა ჰქონ­და, რკი­ნიგ­ზის სად­გურ­თან ახ­ლოს და ერთხელ და­უ­ჭე­რი­ათ ორი 50 კი­ლო­ი­ა­ნი თევ­ზი. ორ ადა­მი­ანს ეჭი­რა იმ­ხე­ლა იყო. სულ ეს ის­ტო­რია მახ­სენ­დე­ბა ხოლ­მე. ისე­თი შეგ­რძნე­ბე­ბით მიყ­ვე­ბო­და მა­მა­ჩე­მი. ფო­ტოც გვქონ­და, ამ თევ­ზე­ბის და­ჭე­რის ამ­სახ­ვე­ლი, მაგ­რამ სა­დღაც და­ი­კარ­გა... - რა მიზ­ნე­ბი და გეგ­მე­ბი გაქვს სა­მო­მავ­ლოდ? - ჩემი ერ­თა­დერ­თი ოც­ნე­ბა და მი­ზა­ნია, ჩემს პა­ტა­რა გო­გოს უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბა შე­ვუქ­მნა. მინ­და გა­ნათ­ლე­ბა მივ­ცე, რაც მე ვერ მი­ვი­ღე თა­ვის დრო­ზე და ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული. ხუთი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ და ვერ მო­ხერ­ხდა , რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მეს­წავ­ლა. ავტორი: თინათინ ზვიადაძე წყარო : ამბები.ჯი ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #დევნილი #დევნილები #ოჯახი #დასუფთავება #აფხაზეთიდან