აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ აჭარის სავაჭრო პალატის ყოფილი თავმჯდომარე დანიშნეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გოგა კოხრეიძემ დღეს, 8 იანვარს, თანამშრომლებს მისი ახალი მოადგილე, ნიკა ჩხარტიშვილი წარუდგინა. ის მანამდე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე იყო. რადიო თავისუფლებას რეგიონული მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ჩხარტიშვილი დირექტორის გოგა კოხრეიძის 31 დეკემბერს გამოცემული ბრძანებულების საფუძველზე დაინიშნა. „კოხრეიძემ გადაწყვიტა, რომ მენეჯმენტში დახმარება სჭირდება“, - თქვა ემზარ პაქსაძემ, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31039001.html #ახალი_ამბები #twitter