გაეროს გენმდივანი - კორონავირუსის პანდემია აპოკალიფსის მეხუთე მხედარია

Tbilisi Daily

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა კორონავირუსის პანდემიას აპოკალიფსის მეხუთე მხედარი უწოდა. ამის შესახებ მან ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გახსნაზე განაცხადა. „იანვარში, გაეროს გენერალური ასამლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას მე დავასახელე 4 გამოწვევა, რომლებიც კაცობრიობის მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებენ, და მათ აპოკალიფსის 4 მხედარი ვუწოდე. პირველი იყო გეოპოლიტიკური დაძაბულობის მაღალი დონე, მეორე - კლიმატის ცვლილება, მესამე - მზარდი გლობალური უნდობლობა, მეოთხე კი ციფრული სამყაროს ბნელი მხარე. თუმცა მეხუთე მხედარი მაშინ ჩრდილში იყო. იანვრიდან მთელ მსოფლიოს მოევლინა მეხუთე მხედარი - კორონავირუსის პანდემია. ის დანარჩენ მხედრებს შეუერთდა და თითოეული მათგანი გააძლიერა. ერთდროულად დაიწყო ჯანდაცვის ეპოქალური კრიზისი, უმსხვილესი ეკონომიკური კატასტროფა და „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე მაღალი უმუშევრობა“, - განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.