დონალდ ტრამპმა ვაშინგტონიდან ეროვნული გვარდია გაიწვია
Headline
დონალდ ტრამპმა ვაშინგტონიდან ეროვნული გვარდია გაიწვია. პრეზიდენტის თქმით ქალაქში სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება.
„მე ახლახან ვაშინგტონიდან ეროვნული გვარდიის გაწვევის ბრძანება გავეცი, რადგან ყველაფერი სრული კონტროლის ქვეშ არის. ისინი სახლებში ბრუნდებიან, თუმცა შეუძლიათ, მალევე დაბრუნდნენ, თუ ამის საჭიროება იქნება. გუშინ საპროტესტო აქციებზე იმაზე ნაკლები მონაწილე მოვიდა, ვიდრე ველოდით“- დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში, 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი პოლიციის დაკავების პროცესში გაიგუდა და გარდაიცვალა. ჯორჯ ფლოიდს ყალბი კუპიურის გამოყენებაში ადანაშაულებსნენ, რომელიც ნამდვილი აღმოჩნდა.
#რასიზმი #ამერიკა #დონალდტრამპი #ჰედლაინი #პროტესტი