ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირების დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ჭყონდიდის ეპარქიაში ერთმანეთს მღვდელმსახურები და მრევლის ნაწილი დაუპირისპირდა. დაპირისპირების დროს ჩამოინგრა რეზიდენციის აივნის ხის მოაჯირი, რის გამოც დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები.ვიდეომასალა 'TV პირველმა' გაავრცელა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი კრებას მართავდა, სადაც განიხილებოდა ორი სასულიერო პირის - დიაკვნების კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხი. ეს ბრძანება მღვდელმთავარმა მას შემდეგ გამოსცა, რაც დიაკვნებმაეპარქიის ახალ მიტროპოლიტთან ერთად მსახურებაზე უარი განაცხადეს.