კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარიდანაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 348 აჭარიდანაა. კრიტიკული მძიმე 55 პაციენტია. მათგან 9 აფხაზეთიდან არის. ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა: თბილისი - 99; იმერეთი - 59; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 19; მცხეთა-მთიანეთი - 10; გურია - 3; კახეთი - 3; რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი - 1; ქვემო-ქართლი - 1; შიდა ქართლი - 4; სამცხე-ჯავახეთი - 1. ბოლო 24 საათში საქართველოში მცირედით იკლო კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ. ბოლო დღე-ღამეში ეს რიცხვი 549 იყო, რამაც საერთო მონაცემები 9 245-მდე გაზარდა. ამავე პერიოდში 268 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ეს მაჩვენებელი 4 887-მდე გაიზარდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30877685.html #ახალი_ამბები #twitter