რომის პაპმა მაიკ პომპეოს მიღებაზე უარი განაცხადა

Pirveliradio Ge

რომის პაპმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიღებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. რომის პაპის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მაიკ პომპეოს განცხადება, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩინეთისა და კათოლიკური ეკლესიის ურთიერთობის შესახებ გააკეთა. კერძოდ, პომპეომ გააკრიტიკა წმინდა საყდარი, რადგან ვატიკანი ჩინეთთან ეპისკოპოსების დანიშვნასთან დაკავშირებულ შეთანხმებას აგრძელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით კათოლიკური ეკლესიის „მორალურ ავტორიტეტს საფრთხე ექმნება“.