სახალხო დამცველი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს მონიტორინგს გაუწევს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
სახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის საქმის მიმდინარეობას მონიტორინგს გაუწევს, ნინო ლომჯარიას თქმით მისი მიზანია, რომ საქმე ობიექტურად წარიმართოს, ომბუდსმენი ოფისის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ყველა ბრალდებულს, ხოლო თავად ნინო ლომჯარიამ მანამდე შეხვედრა გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებთან გამართა და საქმის მსვლელობაში დახმარება აღუთქვა.