რომელი მიმართულებით აღდგა ფრენები?
Kutaisi Daily
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით ფრენები განხორციელდება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეისს ავიაკომპანია Wizz Air-ი შეასრულებს.
„დღეს უკვე გადავწყვიტეთ, რომ გავხსნათ 1-ლი ოქტომბრიდან ქუთაისიდან პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით. ეს იქნება ფრენები განხორციელდება Wizz Air-ი. ეს არ იქნება ჯერ თამამი გადაწყვეტილება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ კვირაში 1 რეისი. მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია იმისთვის, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველოს საჰაერო სივრცის ეტაპობრივი გახსნა ეპიდვითარების და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე გაგრძელდება
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სიახლე
#ფრენებისაღდგენა
#kutaisidaily