ვასო აბაშიძის ახალი თეატრი უკვე Feedc-ზეა - აღმოაჩინე მსახიობების თვალით დანახული სპექტაკლი "თამაში".
პაოლო ჯენოვეზეს ცნობილი სცენარი, რომელსაც ფილმ „იდეალური უცნობების“ შემდეგ, არაერთი ხელახალი დადგმა მოჰყვა, ამჯერად ქართველი მაყურებლისთვის ვასო აბაშიძის ახალ თეატრშია წარმოდგენილი.
რეჟისორი - გურანდა იაშვილი
კოსტუმების - მხატვარი ანანო მოსიძე
რეჟისორის ასისტენტი - ნინო ჭავჭავაძე
მონაწილეობენ:
- ევა - ბუბა გოგორიშვილი
- როკო - დავით ბეშიტაიშვილი
- ელე - ნანკა კალატოზიშვილი
- ლეო - თორნიკე გოგრიჭიანი, გიორგი ბახუტაშვილი
- ბიკა - ეკა დემეტრაძე
- ლუკა - გიგი ქარსელაძე
- პეპე - კახა კინწურაშვილი
- სოფი - რუსკა ქარქაშაძე
სპექტაკლის შესახებ:
, , არ დამალოთ თქვენი ნამდვილი გრძნობები, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც გაქვთ“ - პატარა პრინცი
დღეს ყველაზე ახლობელ ადამიანსაც კი უნდა დაუმალო შენი საიდუმლო, სამაგიეროდ ეს დაგეხმარება შეინარჩუნო ურთიერთობები, ცხოვრების ჩვეული წესი... თუ გინდა უკვე დამკვიდრებული სტაბილურობა შეინარჩუნო, ღრმად შეინახე შენი ინტიმური მიმოწერა და ფოტოები. ძალდატანებით, მაგრამ მაინც იცინე შენი მეგობრების უკბილო ხუმრობებზე, რადგანაც იცი, რომ ერთ-ერთის ცოლი მალე ბანალურ ეროტიულ შეტყობინებას შენც გამოგიგზავნის...
ამ სპექტაკლის ნახვის შემდეგ, შესაძლებელია ასეთი ამორალური დასკვნებიც კი გააკეთოთ... ამოტომ, სანამ მიხვალთ, კარგად დაფიქრდით, ვისთან ერთად ისურვებდით გამოაშკარავების სეანსზე დასწრებას, რომ დარბაზიდან გასვლის შემდეგ თქვენი დამსხვრეული მობილური მოწყობილობა თქვენივე ანარეკლად არ იქცეს.
სპექტაკლში გამოყენებულია Antonio Carlos Jobim -ის კომპოზიცია Chega De Saudade
სიმღერა - No More Blues - ანა დოი
პრემიერა შედგა: 2019 წლის 11 მაისს
სპექტაკლის ხანგრძლივობა - 1:40 (ერთი მოქმედება)
ასაკობრივი ზღვარი-15+
_____________________________________
მადლობა ვასო აბაშიძის ახალ თეატრსა და მსახიობებს თანამშრომლობისთვის!
ავტორები: ანა ესაკია, ქეთო კაპანაძე
ვიდეო წარმოადგენს პლატფორმა Feedc-ის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა!
Follow us👇🏼