Discover On Feedc: Sport Fest | მოემზადე ახალი სპორტული გამოცდილებისთვის | Expo Georgia, 20-21 May

ByFeedcGeorgia
12
მოინიშნე კალენდარში 𝟮𝟬-𝟮𝟭 მაისი და მოემზადე ახალი სპორტული გამოცდილებისთვის.
⚽️ პირველი სპორტული ფესტივალი საქართველოში სპორტფესტი წელს 20-21 მაისს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში ჩატარდება.
🥎Feedc უერთდება ფესტივალს და ინფორმაციას ერთ სივრცეში აერთიანებს - აღმოაჩინო შენთვის საინტერესო გამოწვევები, სპორტის სახეობები თუ სხვადასხვა აქტივობები ჩვენთან.
🏈 ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შიდა და გარე სივრცეები დახვდებათ, რომელშიც მოწყობილი იქნება სხვადასხვა სპორტის სახეობის ზონები, სპორტ არენა სხვადასხვა სპიკერებით, საბავშვო და კვების ზონები.
__________________
Sport Fest-ზე დაგხვდება სპორტული არენა, კლასიკური და ურბანული სპორტის სახეობები, საბავშვო, საპიკნიკე, საკვები ზონები და ბევრი სხვა გასართობი აქტივობა.
ფესტივალზე დაგხვდებათ:
• სპორტული საგამოფენო ზონა
• სხვადასხვა სპორტული აქტივობები
• სპორტული არენა
• საინტერესო სპიკერები
• მრავალფეროვანი კვების ზონა
• გემოვნებიანი მუსიკა
🥎 Sport Fest-ზე აღმოაჩენ სპორტის ისეთ სახეობებს როგორიცაა:
• ფეხბურთი
• კალათბურთი
• ბეისბოლი
• ამერიკული ფეხბურთი
• ძიუდო
• ჯიუ-ჯიცუ
• რაგბი
• გუჯურიო
• მოტოსპორტი
• მთის სპორტები
• ფარიკაობა
• პინგ პონგი
• ველო სპორტი
• ტექბოლი
• სათავგადასავლო ტურიზმი - ლაშქრობა, ცოცვა
🏋️ Sport Fest-ზე ასევე დაგხვდება: სხვადასხვა სპორტული მაღაზიების, ფიტნეს დარბაზების, მთის კურორტების სტენდები.
სპორტული აქტივობების გარდა ადგილზე მოეწყობა, კვების ობიექტები და გასართობი და სათავგადასავლო აქტივობები. ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება ჩაერთოს მეგობრულ და მხიარულ პაექრობებში. ფესტივალს დაესწრებიან გულშემატკივრებისთვის საყვარელი, ცნობილი სპორტსმენები.
𝗦𝗽𝗼𝗿𝘁 𝗙𝗲𝘀𝘁 საქართველოში პირველი მასშტაბური სპორტული ფესტივალია, რომლის მიზანია შეკრიბოს ადამიანები და დააინტერესოს ჯანსაღი, აქტიური ცხოვრების წესით.
ByFeedcGeorgia
12