გალერეა "ვერნისაჟი" 2023 წლის 12 მაისს, 19 სთ-ზე გიწვევთ გამოფენაზე,
ვახტანგ (ვატი) დავითაშვილი(1946-2000)
გალერეის ახალ სივრცეში,
შოთა რუსთაველის გამზ. 36.
გამოფენა გაგრძელდება 30 მაისის ჩათვლით.
1960-იან წლებიდან, მცირე გამონაკლისის გარდა, ქართული ნონკონფორმისტული ხელოვნება არაპროფესიონალ მხატვართა წრეში ყალიბდებოდა.
საკუთარ წრეში ტრიალებდა ლიტერატურაც და სახვითი ხელოვნებაც, სანამ ამ პროცესმა ეს წრე არ გაარღვია და საინტერესო, მნიშვნელოვან მოვლენად არ წარმოაჩინა თავისი არსებობა ქართულ კულტურაში.
ვატი დავითაშვილის ფერწერა - ისევე, როგორც ზოგადად ნონკონფორმისტული კულტურა, ერთგვარი სარკმელი იყო საბჭოთა სივრცეში თავისუფალი სამყაროს ღირებულებებთან ზიარებისთვის. ეს იყო ალტერნატივა საზოგადოებისთვის, რომელიც ხელოვნებაში ეძებდა არა კლიშეს, „მოგონილ რეალობას“, არამედ შემოქმედის უშუალო განცდას, გამოცდილებას, ოსტატობას...
Vernissage Gallery requests the pleasure of your company at the exhibition
Vakhtang (Vati) Davitashvili(1946-2000)
at the new gallery space to be held on May 12th 2023 at 7 pm.
Adrr.: 36. Shota Rustaveli. Ave.
Exhibition will last till May 30.
From the 1960s, Georgian non-conformist art, as expected, mostly developed among amateur artists. Literature as well as fine arts remained discrete, ‘self-contained’, until the process broke through the boundaries to assert itself as an exciting, important event in Georgian culture.
Vati Davitashvili’s paintings, like nonconformist culture in general, was a window cut in the confined space of Sovietism to access the values of the free world. It was an alternative for those who did not seek a cliché, make-believe reality in art, but sought immediacy, experience and mastery...