'Dune: Part 2' ფილმი იმაზე ადრე გამოვა ვიდრე დაგეგმილი იყო

9
მიმდინარე წლის საპროტესტო გაფიცვებმა ჰოლივუდის მასშტაბური სერიალებისა თუ ფილმების წარმოებას შეუშალა ხელი. საუბარია WGA/SAG-AFTRA-ის გაფიცვაზე, რომელიც დღემდე გრძელდება. გეგმის მიხედვით რიგი ფილმების/სერიალების განახლება 2023 წლის ნოემბერს იგეგმებოდა, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა გამოსვლის თარიღი 2025 წლამდე გადასწია. 
მათ შორის იყო HBO-ის 'The White Lotus'-ის მესამე სეზონი, 'Euphoria'-ს მესამე სეზონი, 'The Last of Us'-ის მეორე სეზონი, 'It'-ის პრიქველი - 'Welcome to Derry'-ის პრემიერა და Dune-ის მეორე ნაწილი. 
მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "Dune Part 2"-თვის მაყურებელს ლოდინი 2025 წლამდე აღარ მოუწევს, ის 2024 წლის მარტში გამოვა. 
მეორე ნაწილის რეჟისორი იქნება დენის ვილნევი. მსახიობებს შეუერთდებიან ისეთი ახალი სახეები, როგორებიც არიან ოსტინ ბატლერი, ფლორენს პიუ, კრისტოფერ უოკენი და ლეა სეიდუ.
"მეორე ნაწილი არის მოქმედებით სავსე, ეპიკური ფილმი ომზე. ამ ფილმისთვის სულ სხვა ლოკაციაზე წავედი, მინდოდა ყველაფერი განსხვავებული ყოფილიყო წინისგან" - დენის ვილნევი.
9