საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავეს
On.ge
საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე დააკავეს. ინფორმაცია 28 მარტს, საღამოს გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით არის დაკავებული.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.
#news
#politics
https://on.ge/story/55166-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A1