აშშ-ში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა
Tbilisi Daily
აშშ-ში, დასავლეთ ტეხასის შტატში, Robinson R44-ის ტიპის კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვერტმფრენი კოლორადო-სიტიდან სამხრეთ-დასავლეთით 13 კილომეტრში მდებარე ველს დაეცა. ვერტმფრენში სულ ორი ადამიანი იმყოფებოდა - 31 წლის პილოტი და 32 წლის მგზავრი.
მომხდარის დეტალებს აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია და სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაცია შეისწავლიან.