წალენჯიხაში, სოფელი სქურის ფოთლოვან ტყეში ხანძარია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

წალენჯიხაში, სოფელი სქურის ფოთლოვან ტყეში ხანძარია. როგორც ჟურნალისტი, ცირა გვასალია "ფეისბუკზე" წერს, ხანძრის შესახებ 112-ში დილით, 06:10 საათზე დარეკა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი ორ კერად 100 და 200 მეტრი სიგრძის ზოლზე იწვის.  "ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფის და ხილვადობის გამო ხანძრის კერამდე სახანძრო ავტო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. მეხანძრე-მაშველები გადაადგილებიან მოუწიათ ქვეითად. ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგი, ხილვადობის აღდგენისთანავე განახლდება ქრობის სამუშაოები", - აცხადებენ უწყებაში. https://www.radiotavisupleba.ge/a/31030733.html #ახალი_ამბები #twitter