სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

ამერიკის ხმა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა პრემიერ-მინისტრის ოფისს გადადგომის წერილი გადასცა. ეს გადაწყვეტილება მთიან-ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების ესკალაციის ფონზე იქნა მიღებული.  თითქმის ერთი კვირა გავიდა სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების მიერ დადებული შეთანხმების შემდეგ მთიან ყარაბაღში 6 კვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელმაც ათასობით სომეხის უკმაყოფილება და ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლები გამოიწვია. შეთანხმებით ორივე მხარეს სისხლისღვრა დასრულდა, თუმცა სომეხთა დიდი ნაწილისთვის ის მიუღებელია, რადგან შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანის კონტროლი მყარდება არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის შემოგარენ ტერიტორიაზე, რომელიც ბაქომ ბრძოლისას დაიკავა, არამედ საკუთრივ რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილზეც. მნაცაკანიანი ამ პოსტს 2018 წლის მაისის შემდეგ იკავებდა. https://www.amerikiskhma.com/a/armenia-fm-resigns/5664462.html #ახალი_ამბები