Როდის აღარაა კოვიდინფიცირებული გადამდები
Tbilisi Daily
თუ პაციენტი უსიმპტომოა, მაგრამ მას დაუდასტურდა კოვიდინფექცია, დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ ის უკვე აღარ არის გადამდები, მას ტესტირება არ სჭირდება, უკვე შეუძლია, გავიდეს საზოგადოებაში და ჩათვალოს, რომ არავის დააინფიცირებს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
რაც შეეხება სიმპტომიან პაციენტებს, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის სიმპტომებით, მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებს 10 დღეზე მეტი არ გაუგრძელდებათ სიმპტომები, შესაბამისად, კიდევ სამი უსიმპტომო დღე და 13 დღის შემდეგ აღარ არიან გადამდები, ითვლებიან გამოჯანმრთელებულად, შეუძლიათ, შეუერთდნენ საზოგადოებას,“- განაცხადა ენელაძემ.
მისივე თქმით, სიფრთხილის გამო, პაციენტი პირველი სიმპტომის გამოვლენიდან 13 დღის შემდეგ გადამდებად აღარ ითვლება.
„ინფექციის გადადება მეექვსე, მეშვიდე დღიდან უკვე ნაკლებია. შეიძლება, „პისიარ“ ტესტი იყოს დადებითი, თუმცა გადამდებლობა უკვე 5, 6, 7 დღის შემდეგ ნაკლებია. თუ 13 დღეა გასული, ის კატეგორიულად არ არის გადამდები, შეიძლება, ტესტი იყო დადებითი, მით უმეტეს „პისიარი“ არის ძალიან მგრძობიარე მეთოდი და შეიძლება, ვირუსის მკვდარი ნაწილაკებიც აღიქვას“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.