აჭარაში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 4000-მდე PCR ტესტი ჩატარდა და კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 34 პაციენტი.
უწყების ცნობით, უახლესი მონაცემებით აჭარაში, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს 519 პაციენტი გადის, კარანტინში დაკვირვების ქვეშ 377 პირიიმყოფება.
დღეს, 19 სექტემბერს,საქართველოში კორონავირუსის196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3502-ს შეადგენს.