ბრაზილიაში 2 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბრაზილიაში covid-19-ით ინფიცირებულების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მონაცემების  თანახმად ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა  2,012,151, მათ შორის გარდაცვლილია 76 688.  ბრაზილია ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ კოვიდ-19-ით ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. რამდენიმე დღის წინ ინფიცირება დაუდასტურდა ქვეყნის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუსაც. https://www.radiotavisupleba.ge/a/30732634.html #ახალი_ამბები #twitter