კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩო ჩართულია გადმოსვენების პროცედურებში. უკრაინაში რუსეთმა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები 24 თებერვალს დაიწყო. ამ ომის დროს უკრაინაში მებრძოლი 13 ქართველი დაიღუპა.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31885882.html

Source: radiotavisupleba.ge