17 მარტიდან კიევში ყველა სავაჭრო დაწესებულება დაიხურება აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა
Pirveliradio Ge
17 მარტიდან კიევში ყველა სავაჭრო დაწესებულება დაიხურება სურსათის მაღაზიის, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურების გარდა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. გაუქმდება ასევე ყველა კულტურული, სპორტული, სოციალური, რელიგიური და სხვა სახის ღონისძიება, მუშაობას შეაჩერებენ კვების ობიექტები. კვების ობიექტებს მხოლოდ მიტანის სერვისით შეეძლებათ მუშაობა. გარდა ამისა, ქალაქში დროებით მუშაობას აჩერებენ სილამაზის სალონები, ღამის და კომპიუტერული კლუბები.
"რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მის შეზღუდვას ჯერ არ ვაპირებთ. მაგრამ კიევში მაცხოვრებლების შეგნების იმედი გვაქვს, რომ აუცილებლობის გარეშე ქალაქში არ გადაადგილდებიან. ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში დღეში რამდენჯერმე დეზინფექცია ტარდება. მეტროში მგზავრებს ვთხოვთ, რომ პირბადეებით იარონ", - განაცხადა კლიჩკომ.