"ტრიუკი 2020" - მოძრაობა "შეცვალე" ივანიშვილის სახლთან აქციას მართავს

Pirveliradio Ge

"ტრიუკი 20/20" - ამ სახელწოდებით აქციას ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან მოძრაობა "შეცვალე" მართავს. სამოქალაქო აქტივისტები თავად წარადგენენ "ოცნების" მაჟორიტარებს და ამ ფორმით ამომრჩევლებს მათ საქმიანობას შეახსენებენ. აქცია მიმდინარეობს ერეკლე დეისაძის სიმღერის "რაც მამას უნდა" ფონზე და აქციის მონაწილეების თქმით, ეს სიმღერა სიმბოლურია, რადგან "ოცნების" მაჟორიტარები სწორედ ბიძინა ივანიშვილის სურვილების უსიტყვოდ შემსრულებლები არიან. აქციის ერთერთი მონაწილე ამბობს, რომ დღეს "ქართული ოცნების" პანაშვიდი იყო.