აჭარაში კორონავირუსის 193 გამოვლინდა
Tbilisi Daily
დღე-ღამეში, კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევებიდან, კვლავ აჭარა ლიდერობს. 294 ახალი შემთხვევიდან 66% აჭარაშია. აქ 193 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი, თბილისში 43 ახალი პაციენტია, გურიაში - 16, იმერეთში 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში 11, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5 ახალი შემთხვევაა, შიდა ქართლში 4, კახეთში 2, მცხეთა-მთიანეთში კი ერთი ახალი შემთხვევაა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძის მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ამჟამად მკურნალობას 3 348 პაციენტი გადის. მათგან 20 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა. მათ შორის, 17 მართვით სუნთქვაზეა.
მარინა ენდელაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში შემთხვევათა რაოდენობა დასტაბილურდა და მატება აღარ შეინიშნება.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 87 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 254 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 906 ადამიანი, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 674 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 800, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.