Ამირან გამყრელიძე: ჩვენთან გრიპის ვირუსი ჯერ არ გამოჩენილა

Tbilisi Daily

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში გრიპის ვაქცინის მორიგი რაოდენობას ნოემბრის შუა რიცხვებში შემოიტანენ. როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გრიპის ვაქცინაციის 23000 დოზას შემოიტანენ. „დღეის რიცხვით შემოსულია უკვე 90%. დისტრიბუცია მოხდა ქსელში, ძირითადად, პოლიკლინიკებში, სადაც არის ამცრელი კაბინეტები. გრიპის ვაქცინა უკეთდება ყველა რისკ ჯგუფს. რისკ ჯგუფები კიდევ უფრო გაფართოებულია. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, რისკ ჯგუფების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა. ვაქცინის რაოდენობა საკმარისია, ამიტომ გაფართოვდა და ყველაზე დიდი რისკჯგუფებია სამედიცინო პერსონალი, ყველა დიაბეტიანი, 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები, ვისაც აქვთ გულსისხლძარღვთა სისტემის და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები. ყველა ამ ადამიანს თავისუფლად შეუძლია მიმართოს პოლიკლინიკებს, სადაც აღრიცხვაზე არიან. გრიპის ვაქცინაცია მთელი სეზონის განმავლობაში შეიძლება მოხდეს. გრიპის სეზონი გრძელდება. მონიტორინგით ჩვენთან გრიპის ვირუსი არ ჩანს. იცით, რომ ყოველკვირეულ მონიტორინგს ვაწარმოებთ ქვეყანაში. გრიპის ვირუსი არ არის, ცირკულირებს ადენო ვირუსი, რინო ვირუსი, კიდევ რამდენიმე სხვა კორონავირუსები, მაგრამ გრიპის ვირუსი ჯერ არ გამოჩენილა. ის ალბათ ნოემბრის მეორე ნახევარში გამოჩნდება. ვიცი, რომ კერძო სექტორს ამ კვირაში ექნება გარკვეული რაოდენობა და მარაგები“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე