„ნიკა შენთან ვართ“ - რუსთავის ციხესთან, სადაც ნიკა მელია იმყოფება, აქცია მიმდინარეობს
Tbilisi Daily
რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავების შემდეგ გადაიყვანეს,„ნიკა შენთან ვართ”, - ამ მოწოდებით მხადასაჭერი აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად თბილისიდან რუსთავამდე ავტოკოლონებით მსვლელობა გამართეს. როგორც ცნობილია, პენიტენციურ დაწესებულებასთან გაჟღედა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ეს არის ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია და პოლიტიკური დევნის დასრულების აქცია.
"ეს არის ჩვენი მეგობრების გამხნევების აქცია, ადამიანები, რომლებიც უკანონოდ არიან დატუსაღებულები. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანის აქტიურობა, რომელაც სურს ქვეყანა უფსკრულში არ ჩავარდეს, აუცილებელია ეს ზვავი, რომელიც ქვეყანას წალეკავს და რომლის გენერირება ამ ღრჯო ივანიშვილმა მოახდინა, გაჩერდეს! ეს ყველაფერი ამისთვისაა, ქვეყანა გადავარჩინოთ უფსკრულში ჩავარდნისგან. უფსკრულში თუ ჩავვარდებით, მერე "ქოცი" და "ნაცი" არავის გაახსენდება" - განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილების აღსრულება მას მერე დაიწყო, რაც პარლამენტმა პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს დაუჭირა მხარი, მან კი სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მელიას საქმეზე „კანონი უნდა აღსრულდეს“.
_______________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#საქართველო
#GeorgiaDaily