გარდაიცვალა ამერიკელი კონგრესმენი, სეგრეგაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი წინამძღოლი, ჯონ ლუისი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
81 წლისა გარდაიცვალა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ხანგძლივი წევრი, დემოკრატიული პარტიის წარმომდგენელი ჯონ ლუისი. ლუისი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი ვაშინგტონში 1963 წლის მსვლელობისა, რომლის შედეგად ქვეყნის ფედერალურმა მთავრობამ აკრძალა სეგრეგაცია - რასობრივი ნიშნით დაყოფა საზოგადოებრივ ადგილებში და მიიღო კანონი, რომლის მიხედვით შავკანიან მოსახლეობას მიენიჭა იგივე საარჩევნო უფლებები, როგორც თეთრებს ჰქონდათ. ამ მსვლელობის დროს, რომელშიც 300 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, წარმოთქვა აფრიკელ-ამერიკელთა წინამძღოლმა, მარტინ ლუთერ კინგმა თავისი სიტყვა სახელწოდებით „ჩემი ოცნებაა“.
1986 წელს ჯონ ლუისი კონგრესში იქნა არჩეული და მას მერე 16-ჯერ განმეორებით ირჩევდნენ. მან მხოლოდ ერთხელ მოაგროვა ხმების რაოდენობის 70 პროცენტზე ნაკლები.
ჯონ ლუისმა 2016 წელს ორგანიზება გაუკეთა დემოკრატიული პარტიის ასი კონგრესმენის 25 საათიანი მჯდომარე გაფიცვას, რომლის მოთხოვნა იყო აშშ-ის იარაღის გაყიდვაზე მკაცრი წესების შემოღება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30734870.html
#ახალი_ამბები
#twitter